ენმ მმართველ გუნდს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელშეშლაში ადანაშაულებს

17 ოქტომბერი 2024, 14:19 271 ნახვა

საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტზე, დაშინებასა და სამართალდამცავების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. 

ნიკა ქაშიბაძე ირწმუნება, რომ გვიან ღამით პარტიის  ხელვაჩაურის შტაბის  წევრებს, სააგიტაციო მასალის განთავსების შემდეგ,  ავტომობილი უმიზეზოდ  ჩამოართვეს და დალუქვის გარეშე საჯარიმოზე გადაიყვანეს.

ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინსიტროს, სადაც ამ  ბრალდებებთან დაკავშირებით  განმარტება არ გაკეთებულა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში