"მზისკარი“ - გასტრო ტურიზმის ახალი პროექტი  

17 ოქტომბერი 2024, 10:26 178 ნახვა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.

პროექტის მიზანია ხელი შუწყოს ახალი, შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ  გარემოში ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობას და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

ამ ეტაპისთვის „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტი ერთიანდება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში