ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა

16 ოქტომბერი 2024, 18:22 299 ნახვა

მორიგი სხდომა გაიმართა ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სხდომაზე ოლქის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. აირჩიეს პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

მიზეზი მისი პატიმრობა გახდა და ასევე დაამტკიცეს სპეც სიები, რომელშიც საბოლოოდ 66- პირი იქნება შეყვანილი. სწორედ სპეცსიებთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია ოპოზიციური პარტიის წევრს ოლქში. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სპეც სიებზე განცხადებები ოლქში 23 სექტემბერს შევიდა, მათ სიებზე წვდომა ამ დრომდე არ ჰქონიათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში