გახარიას პარტიის ქობულეთის შტაბის უფროსმა პარტია დატოვა

16 ოქტომბერი 2024, 15:08 336 ნახვა

გახარიას პარტიის ქობულეთის შტაბის უფროსმა პარტია დატოვა. რევაზ ჯალაღანიამ აღნიშნულთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, რომ ტოვებს პარტია „საქართველოსთვის’’ რიგებს და გმობს პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს

"მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, პატრიოტი რომელიც ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ისტორიის სწორ მხარეს, ამჟამად ჩემი ქვეყნისთვის ასეთ რთულ და შეიძლება ითქვას გადამწყვეტ მომენტში არ და ვერ დავრჩები არასწორ და არამართებულ პოზიციაზე. როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენეს, ქვეყანაში არის, როგორც გარე, ასევე ჩემდა სამწუხაროდ შიდა მტრები, რომელთა ხედვები და პოზიციები ჩემთვის, როგორც საქართველოს პატრიოტისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგანაც ყოველივე მიმართულია ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის წარმთევისკენ.

სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ მე როგორც გ.გახარიას პარტიის წარმომადგენელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრულად ვემიჯნები, აღნიშნული პარტიის ხედვებსა და განსაკუთრებით მოქმედებებს, რომელიც ფაქტობრივად სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად მიმართულია იმისკენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე დაიკმაყოფილონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები, თუნდაც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მე მინდა, რომ ჩემმა ოჯახმა და სრულად საქართველოს მოსახლეობამ იცხოვროს, თავისუფალ, დამოუკიდებელ და წელში გამართულ სახელმწიფოში, რის გამოც საჯაროდ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის’’ რიგებს და ვგმობ პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს!!!!!!" - წერს რევაზ ჯალაღანია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი