სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული - პრემიერი

16 ოქტომბერი 2024, 11:11 252 ნახვა

ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თქმითაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, დაასანქცირეს პოლიციის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წლეს ნაბრძოლი ადამიანი და არ შეიძლება ასეთი შეცდომები დაუშვან ადამიანებმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.

„სანქციები, თქვენ ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს. სანქციები არის კონტრპროდუქტიული. ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის ორი წარმომადგენელი, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი, 2008 წელს ნაბრძოლი ორი ადამიანი, ასეთი შეცდომები არ შეიძლება დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. თავადაც ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი