ერთ თვეში ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ პრეზიდენტს იმპიჩმენტით - ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:50 269 ნახვა

ერთ თვეში ჩვენ ტექნიკურად იმპიჩმენტით გადავაყენებთ პრეზიდენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას.

„ერთ თვეში ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ პრეზიდენტს იმპიჩმენტით. ეს არის, რაც შეგვიძლია, ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი ყველაფერი არის არარელევანტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი