საქართველოსა და თურქეთს შორის რეგულარულ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს

15 ოქტომბერი 2024, 18:30 373 ნახვა

საქართველოსა და თურქეთს შორის რეგულარულ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია ასრულებს. ამჯერად, ქართული ავიაკომპანიის Geosky Airlines-ის სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა, თბილისი - ტრაპიზონი - თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ტრაბზონს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქამდე არასოდეს შესრულებულა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში