პრემიერ-მინისტრმა რუხის საავადმყოფო დაათვალიერა

15 ოქტომბერი 2024, 18:01 254 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ისინი შეხვდნენ მედ- პერსონალს და გაეცნენ განახლებული კათეტერის ლაბორატორიას და ქიმიოთერაპიის კაბინეტების ფუნქციონირებას.

კლინიკას ასევე გადაეცა ემერტე, ბოლო მოდელის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა , რომელიც პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება განთავსებული. ჯანდაცვის მინისტრმა რუხის საავადმყოფოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გამომდინარე იქიდან რომ ამ კლინიკით სარგებლობენ როგორც ადგილობრივები , ზემო სვანეთის მოსახლეობა და ასევე დროებითი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი