სან-ფრანცისკოში ავიაშოუზე ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს.
აშშ-ს საზღვაო ძალების და სან-ფრანცისკოს სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით, შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტი სან-ფრანცისკოს ფლოტის ყოველწლიური კვირეულის დროს მოხდა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ათასობით ვიზიტორი ესწრება.