სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან, ჩვენ პატივს ვცემთ სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში - პრემიერი

14 ოქტომბერი 2024, 14:35 279 ნახვა

ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოს და ეკლესიას, ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან.

„დღეს არის სვეტიცხოვლობა და ყველამ უნდა ისაუბროს ამ დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე, აქ იგულისხმება, როგორ ფიზიკური, ასევე სულიერი მთლიანობა და გამთლიანება. ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა. რაც შეეხება სახელმწიფოს და ეკლესიას, ბუნებრივია, სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან. ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოს და ეკლესიას, ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს. რაც შეეხება ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლების, სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დამოკიდებულება, ეს თქვენ არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ. თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტენდენცია იკვეთება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც უნდა გეწყინოთ და არც უნდა გაბრაზდეთ ამის გამო“, -  აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი