საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს ლიეტუვაში, სადაც 141 ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, რომელსაც ვილია ბლინევიჩიუტე ხელმძღვანელობს და პრემიერ-მინისტრის პარტია „სამშობლოს კავშირზე“ ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. გამოკითხვების თანახმად ამომრჩეველთა ხმების 20%-ზე მეტს ვერცერთი პარტია მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის ალიანსის შექმნა იქნება საჭირო.