პრეზიდენტმა განცხადება გუშინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპაში მიიღო პირობა, რომ თუ ქარტია შესრულდება, ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე დაბრუნდება. სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ ტექნიკური მთავრობა არჩევნებამდე უნდა დასახელდეს, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი ქარტიით გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე. ქარტია ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში.
მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.