ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა

13 ოქტომბერი 2024, 11:50 223 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა  ლიბანში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის პოზიციებზე ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
ლოიდ ოსტინის თქმით, ისრაელის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ ლიბანში სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე რაც შეიძლება მალე გადასვლის საჭიროებაა.
მაღალი რანგის პირებმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რაზეც ოსტინმა აღნიშნა რომ მის მოსაგვარებლად  ნაბიჯები სწრაფად უნდა გადაიდგას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი