ვითარება კურსკის ოლქში

13 ოქტომბერი 2024, 11:49 259 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი კურსკის ოლქში, რუსეთის ძალების მცდელობაზე, უკრაინული პოზიციები უკან დახიონ აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყნის დამცველები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის ესაუბრა, რომელთან ერთადაც კურსკის ოპერაცია განიხილა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე რთული პირობებია. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა ქვეყნის მიმართულებით 68 დრონი გაუშვა, საიდანაც 31 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში