დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ მის გაღრმავებას - კახა კალაძე

12 ოქტომბერი 2024, 18:24 268 ნახვა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მასში კარგად არის ასახული რეალობა.

კალაძის განცხადებით, დასავლეთი პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს საქართველოს, თუმცა თვითონვე უწყობს ხელს მის გაღრმავებას.

„თქვენ თუ გადახედავთ ეუთო/ოდირის დასკვნას, იქაც კარგად ჩანს რეალობა. პოზიტიური შეფასებაა. ერთადერთი, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული, არის პოლარიზაცია, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ხელისუფლება მზადაა, რომ ამისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და ეს არის რეალობა. კამპანიას რაც შეეხება, 2012 წლიდან არჩევნებში ვარ ჩართული და ასეთი მშვიდი გარემო და საარჩევნო კამპანია, როდესაც ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს შეხვედრები, არ ყოფილა. ზოგს არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ ამას სხვა მიზეზები აქვს – რა პირით უნდა მივიდნენ ხალხთან, რაზე უნდა ელაპარაკონ, მაგრამ მთლიანობაში, საარჩევნო გარემო ძალიან კარგია და ეს აღნიშნულ შეფასებაშიც ნათქვამია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი