საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ახალი დეტალები გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, რომელიც 2016 წელს ასევე საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
დაავალა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი ვინმე შოთა ჭიჭიაშვილს ? კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მოწმე კი რომელიც პროკურატურის ვერსიით სწორედ ჭიჭიაშვილს მითითებას ასრულებდა, ეს უკანასკნელი კი ექს პრეზიდენტის , საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ახალ დეტალებზე ალაპარაკდა.