„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა ბათუმში - გამოხმაურებები

11 ოქტომბერი 2024, 14:40 328 ნახვა

ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრას  „ნაციონალურ მოძრაობაში„ ბრიფინგით გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ მმართველი პარტია ამომრჩეველს ატყუებს და ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე არ ესაუბრება. 

ლევან ანთაძე ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ქართულ ოცნებას ძირითადად საჯარო მოხელეები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ჰყავდა მიყვანილი. 

ანთაძე ამბობს,  რომ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ამომრჩეველს სოციალურ საკითხებზე, კორუფციაზე, ემიგრაციაზე, დაუსრულებელ პროექტებსა და უმუშევრობაზე არ ესაუბრა.

ოპოზიციის ბრალდებებს  მმართველი პარტიაში უსაფუძვლო უწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში