პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - პრემიერის გამოხმაურება

11 ოქტომბერი 2024, 12:08 269 ნახვა

გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ პრემიერმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზეც გააკეთა აქცენტი.  მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი ას მანდატზე მეტს მიიღებს, პარლამენტში  პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.

პრემიერის თქმით, პროცედურას სიმბოლური დატვირთვა აქვს.  მან სალომე ზურაბიშვილს სუსტი ნებისყოფის უწოდა და თქვა, რომ  პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც აქვს მიღებული, თუმცა ამაში მაინცდამაინც ფული არ იგულისხმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში