''არჩილ ხაბაძის მამამ, თამაზ ხაბაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა'', - კომენტარი გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. რამაზ ბოლქვაძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისა და პარლამენტის მოქმედი წევრის, არჩილ ხაბაძის მამის სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
თამაზ ხაბაძე წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ის სამსახურს დღეს დატოვებს.
რამაზ ბოლქვაძე ხაბაძის მამის სამსახურიდან წასვლის შესახებ სხვა განმარტებებს არ აკეთებს.
უკავშირდება თუ არა ხაბაძის მამის წასვლა კომპანია ''ჰიგიენას'' დირექტორის მიერ გატაცებული 5 მილიონის საქმის გამოძიებას, მინისტრი არ აკონკრეტებს. სამინისტროს აიპების მუშაობას სწორედ პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილება კურირებდა.
უწყებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა იგეგმება.