აშშ-ს ელჩი ცესკოს სწორ მუშაობასა და მთავრობასთან თანამშრომლობაზე

09 ოქტომბერი 2024, 18:36 274 ნახვა

საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობი დანიგანის მორიგი ინტერვიუ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა.

ელჩის განცხადებით, ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შესაძლოა ეს განმეორდეს 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, ვინაიდან, ვინ გაიმარჯვებს, წყვეტს ქართველი ხალხი.

ელჩმა ისაუბრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეც, როგორც ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნა, ცესკოს გუნდი მზად არის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას ხელი შეუწყოს.

მისივე თქმით, იწონებს მთავრობის მიერ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი