UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე საშუალო წონით დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა.
დოლიძე, კევინ ჰოლანდთან ბრძოლამდე მე-10 პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახალ რეიტინგში მე-9 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში UFC-ში რომან დოლიძის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია.
დოლიძის მომდევნო მოწინაღმდეგის ვინაობა უახლოეს მომავალაში გაირკვევა.