საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

08 ოქტომბერი 2024, 11:13 251 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას ახალი, მე-11 მოწვევის პარლამენტი განახორციელებს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. მანამდე კი გივი მიქანაძის თქმით, უმრავლესობა საკითხს დააინიცირებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვას, რომელსაც განხილვებისთის ერთთვიანი ვადა აქვს. 

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს იქნება პრეცედენტი  და სამართლებრივი პროცესი იმის საჩვენებლად, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ასევე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს სცემს პატივს, რომლის მხარდაჭერითაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში