მიხეილ სარჯველაძე საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მერვე კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

08 ოქტომბერი 2024, 10:28 242 ნახვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება.

"შეხვედრაზე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი „გაიდლაინები" და ასევე კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიო-ონკოლოგიის და დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს.

კონგრესი საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გულის მსოფლიო დღის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო.

ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგები, არითმოლოგები, კარდიოქირურგები, ასევე ონკოლოგები და ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი