ირაკლი კობახიძე ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება

07 ოქტომბერი 2024, 21:47 301 ნახვა

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ურთიერთობების გადატვირთვას. მისი თქმით მთავრობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება ურთიერთობების გადასატვირთად. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უკვე 2028 წლისთვის 90%-ს გადააჭარბოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ.

ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში