2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

07 ოქტომბერი 2024, 14:15 240 ნახვა

გრძელდება 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვისა და თავდაცვის კომიტეტებზე მოუსმინეს. 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით წელს, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება,  რაც 870 მილიონ ლარს შეადგენს და სამინისტროს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს მოხმარდება.     

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს,  დაფინანსება 220 მილიონი ლარითაა გაზრდილი და წელს ჯარისკაცებისთვის და პოლიციელებისთვის ხელფასის ზრდა არის გათვალისწინებული.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში