ზურაბ პატარაძე: საჯარო მოხელეები იმ მინიმუმს იღებენ, რაც კანონითაა გათვალისწინებული

11 აპრილი 2017, 00:00 4106 ნახვა

მესამე სექტორში დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.  მისი განმარტებით  დანამატები, რომელიც გაიცემა მთავრობაში დამსახურებულია და საჯარო მოხელეები იმ მინიმუმს იღებენ, რაც კანონითაა გათვალისწინებული.

"ჩვენ  მთავრობაში განვახორციელეთ კადრების ოპტიმიზაცია, შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯებიც და დღეს მთავრობაში  მუშაობენ ერთგული და პროფესიონალი კადრები, რომელთა შენარჩუნებაც აუცილებელია ამ სამსახურში"  - განმარტა ზურაბ პატარაძემ.

დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  ბათუმის ოფისში კვლევის პრეზენტაცია გაკეთდა. ორგანიზაციის შეფასებით,   მთავრობაში სახელფასო დანამატი ხელფასების შევსების მიზნით გაიცემა და არა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი