პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციას

06 ოქტომბერი 2024, 12:00 264 ნახვა

ვის განიხილავს სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში? – უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტმა საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციები ოპოზიციასთან დაიწყო.

ქვეყნის გარედან საჯაროდ გაკეთებულ შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს უკვე პირისპირ აცნობს. კოალიციის ნაცვლად ტექნიკური მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები, მომზადება ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის - ქარტიაზე ხელმომწერები დოკუმენტზე უკვე მსჯელობენ.

"გირჩი“ დოკუმენტს ხელს არ აწერს და  უკვირს, რატომ დათანხმდნენ მათი კოლეგები არარეალისტური პუნქტების ხელმოწერას. პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე პროცესი მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაა, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი