რომან დოლიძემ UFC 307-ზე კევინ ჰოლანდი დაამარცხა

06 ოქტომბერი 2024, 09:24 865 ნახვა

რომან დოლიძემ UFC 307-ზე ამერიკელი კევინ ჰოლანდი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

პირველი რაუნდის დიდი ნაწილი მეტოქეებმა ფეხზე გაატარეს, თუმცა, ყველაფერი მე-2 წუთის ბოლოს შეიცვალა, როდესაც დოლიძემ ბრძოლა პარტერში გადაიყვანა.

ერთ-ერთ ეპიზოდში რომანმა მეტოქე უხერხულ პოზიციაში დაიჭირა და ტრამვა მიაყენა.საბოლოო ჯამში რაუნდის ბოლოს დოლიძემ მეტოქეს ძლიერი დარტყმები მიაყენა.

პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ კევინ ჰოლანდმა ნეკნზე მიღებული ტრამვის გამო ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

შედეგად, რომან დოლიძეს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დაუფიქსირდა.

ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში