ბათუმში ბრიტანელი ჟურნალისტისა და ტელეპროდიუსერ პიტერ პომერანცევის წიგნის „არაფერია ნამდვილი და ყველაფერია შესაძლებელი: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი მედიაში რუსულ პროპაგანდასა და რუსეთში არსებულ თანამდეროვე რეალობაზე წერს. პომერანცევი ათეული წლები რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი 5 ათასიანი ეგზემპლარით გამოიცა და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ უფასოდ ავრცელებს. დაინტერესებულ პირებს წიგნის შეძენა 2 ლარად მაღაზიებშიც შეუძლიათ.