რობინ დანიგანის ინტერვიუ

05 ოქტომბერი 2024, 17:46 254 ნახვა

საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები და ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივა - ამ თემებზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. დიპლომატის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას საელჩო დაეყრდნობა, როგორც ადგილობრივი, ისე  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს.

ამბობს იმასაც, რომ საქართველოში მუშაობისას მისი მიზანი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებაა, მაგრამ ეს, მისივე განმარტებით, დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხს, რობინ დანიგანი ამბობს, რომ არსებობს მკაფიო გზა ურთიერთობების სწორ გეზზე დასაბრუნებლად და ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი