ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ კიდევ ორი მეთაური

05 ოქტომბერი 2024, 14:55 90 ნახვა

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ კიდევ ორი მეთაური ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას თავად დაჯგუფება ავრცელებს. მათი ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად  ასევე დაიღუპა ერთ-ერთი ლიდერის ცოლი და ორი ქალიშვილი, რომლებიც ლიბანის ჩრდილოეთში, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად არსებულ ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ. ისრაელი ჩრდილოეთ ლიბანში სარაკეტო იერიშებს აქტიურად ახორციელებს, რის გამოც ევაკუირებულია ათობით სოფელი და მილიონზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი  აცხადებს, რომ უდანაშაულო ადამიანების დასაცავად ყველა მხარემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი