პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

25 მაისი 2016, 00:00 3101 ნახვა

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კანონის მიღების პროცესი პარლამენტის მიერ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რადგან პროცესი წარიმართა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გარეშე. პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მან მიმართა ვენეციის კომისიას კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე კონსულტაციები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გიორგი პაპუაშვილს განცხადებით, ის მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას კანონპროექტის შესახებ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. 

ამავე კატეგორიაში