კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – პრემიერის შეფასება 

04 ოქტომბერი 2024, 11:04 302 ნახვა
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონზე ისაუბრა. 

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია დადგნენ ლგბტ პროპაგანდის მხარეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება.   

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში