ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია - მე-7 საერთაშორისო კონფერენცია 

04 ოქტომბერი 2024, 11:15 272 ნახვა

ბათუმი ,,ჯეოანესთეზია 2024'' მასპინძლობს. სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონგრესი უკვე მეშვიდედ იმართება. მასში ქართველ მედიკოსებთან ერთად მონაწილეობენ ექიმები ბრიტანეთიდან,  აშშ-დან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ძირითადად ანესთეზიოლოგები, ტოქსიკოლოგები, რეანიმატოლოგები და წელს უკვე მედდებიც ესწრებიან კონფერენციას.

ორი დღის განმავლობაში ისინი  ანასეთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან და ერთმანეთს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

ჯეოანესთეზია 2024-ის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც მედიცინის განვითარების პროცესში  მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი