ვარძიის ტერასების დამფუძნებელი მესხური ინიკალური ჯიშებით გაშენებული ვენახების გაპარტახებაში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სდებს ბრალს

03 ოქტომბერი 2024, 22:41 325 ნახვა

 

შპს „ვარძიის ტერასების“ ყოფილი დირექტორი გიორგი ნათენაძე  მესხური ტერასებზე გაშენებული ვენახების განადგურების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსებსა და ვიდეობს ავრცელებს. მისი თქმით 2014 წელს დაიწყო მესხური ვაზის ჯიშების აღორძინების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სამცხეში არსებულ ისტორიულ ტერასებზე ძველი ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებას. ნათენაძის თქმით მუშაობა წარმატებით დაიწყეს და რამდენიმე ჰექტარზე გაშენდა ვაზის უნიკალური ჯიშები, თუმცა 2021 წელს პარტნიორებმა კომპანიის დირექტორობიდან უმიზეზოდ გადააყენეს, მას შემდეგ კი ვენახები ამჟამად მიტოვებული და მოუვლელია.

„ხშირად ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მირეკავს და მწერს ტერასების ასეთ მდგომარეობაში არსებობის შესახებ და მიჭირს პასუხის გაცემაც და ახსნაც. მე იქ ყველაფერი დავკარგე, აქვე გეტყვით რომ 2021 წლიდან მე ოფიციალურად უმიზეზოდ გადამაყენეს დირექტორობიდან პარტნიორებმა და შედეგიც სახეზეა. ასე რომ ტერასების დღევანდელი მდგომარეობა მე აღარ მომკითხოთ.

მოკითხეთ იმ ხალხს ვინც აპირებს მთავრობაში მოსვლას და კეთილი სურვილების ასრულებას ისე როგორც ამ ისტორიული მემკვიდრეობის სახე გამოიყურება ახლა.გული მწყდება და მეწვის იმ ნაშრომის განადგურებას რომ ვუყურებ რაშიც ძალიან ბევრი წლები, ძალიან დიდი შრომა და მთელი გული ჩავდე.

აღარ ვლაპარაკობ იმ ხახლზე და დარაჯებზე ვინც იქ მუშაობს რა არადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და ღამის თევა ეგრეთ წოდებულ რკინის ვაგონში. მათ არაფერი მოეკითხებათ, მოსაკითხი მენეჯმენტშია და პარტნიორებში.

საუკუნეების შემდეგ აღდგენილი და გაბწყინებული ისტორიული მნიშვნელობის ტერასების ასეთ დღეში ჩაგდება ძალიან დიდი და მიზანმიმართული დანაშაულია და აუცილებლად დაისჯება ყველა ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის“ _ აცხადებს ნათენაძე.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს ვარძიის ტერასები, სადაც გიორგი ნათენაძე კომპანიის 7%-იანი წილის მფლობელია 2014 წელსაა დაფუძნებული და მისი მეწილეები მამუკა ხაზარაძე (46.5%) და ბადრი ჯაფარიძე (46.5%) არიან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში