შალვა პაპუაშვილმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა

03 ოქტომბერი 2024, 14:15 344 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი მოაწერა.

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს.

მისი თქმით, „სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

რატი რატიანი
გადაცემის ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში