2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

03 ოქტომბერი 2024, 14:08 335 ნახვა

დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა  დაიწყო. საკითხზე დღეს განათლების კომიტეტზე იმსჯელეს. პროექტის თანახმად, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31  მლრდ ლარზე მეტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად დაფინანსება.

წარდგენილი პროექტის თანახმად რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;  2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია  პარლამენტში განიხილება, მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.

რატი რატიანი
გადაცემის ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში