ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში ლიბანში სახმელეთო ოპერაციების შედეგად „ჰეზბოლას“ 15 წევრი დაიღუპა და საჰაერო დარტყმების შედეგად დაჯგუფების 200-ზე მეტი სამიზნე განადგურდა.
ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში დაარტყეს იმ შენობებს, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა, ასევე იარაღის საწყობებს, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.