''ევროპის ტყეების'' მინისტერიალი

03 ოქტომბერი 2024, 10:26 254 ნახვა

„ევროპის ტყეების“ რიგით მე-9 მინისტერიალი - შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ ბონში გაიმართა და მასში საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა. მონაწილეებმა ევროპის ქვეყნებში არსებული ტყეების მართვის საკითხებზე კონკრეტული ქვეყნების გამოწვევებისა და საჭიროებებზე იმსჯელეს.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა და გადაწყვეტილებას, რომლებშიც ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსების დივერსიფიკაცია, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროება, სატყეო განათლება და სექტორის პოპულარიზაცია.

მინისტერიალს 46 ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენელბი, ევროკომისიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში