საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 

03 ოქტომბერი 2024, 10:05 318 ნახვა

საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და პრიზიორი ფილმები  დღეს საღამოს, დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან. 

ბიაფზე  25-ზე მეტი ქვეყნიდან  30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ბიაფის მაყურებელმა დიდოსტატთა კოლექცია, ცნობილი რეჟისორების ბოლო ნამუშევრები იხილა.

კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სექცია  ქართულ პანორამას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში