საკონსტიტუციო ცვლილებები

10 აპრილი 2017, 00:00 1239 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა უახლოეს მომავალში კონსტიტუციის ახალი ვარიანტი უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტის მონახაზი უკვე მზადაა, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი ისევ ქუთაისია, პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზი, რომელიც 2010 წელს შეიცვალა და 21 წლით განისაზღვრა, 25 წლამდე გაიზრდება. ცვლილებათა პაკეტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მაჟორიტარულის გაუქმებას ითვალისწინებს.

ასევე იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი, პროექტის თანახმად პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს. მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად განხილვის საგანია - ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს მესამე სექტორთან კონსულტაციები საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ. 

ამავე კატეგორიაში