საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში

02 ოქტომბერი 2024, 11:01 262 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. ოფიციალურ მიღებაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. თქვა, რომ ახლა მისი ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდია და ისტრიული არჩევანისთვის ემზადება. მან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპულ მომავალსა და წარსულს შორის არჩევანი უწოდა და  იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევანს - ევროპული , დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ გააკეთებს.

თავის მხვრივ პოლონეთის პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და თქვა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

ასევე ვრცლად ისაუბრა ესაფრთხოების საკითხზე, დაგმო რუსეთის აგრესია და თქვა, რომ ევროპული ინტეგრაციისგკენ სწრაფვამ საქართველოს უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში