მედეა ვასაძის განცხადება

02 ოქტომბერი 2024, 10:50 299 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე 3 ათას 17  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საბიუჯეტო ორგანზიაციების მუშოაბის დროს შეწყვეტილი პენსიის კომპენსაციას და 2007 წლამდე შშმ  პირის სტატუსის დამდგენი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მოქმედის სამართალ მემკვიდრედ ცნობას ითხოვს.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვის ადრესატები საქართველოს მთავრობა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და შესაბამისი პროფილის უწყებებია. მანამდე კი მედეა ვასაძემმ შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირებთან ერთად სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც მთავრობას ცვლილებების განხორციელება დაავალა, თუმცა შშმ პირები უკომპენსაციოდ დატოვა. საუაბრია მეორე ჯგუფის სტატუსის მქონე პირებზე. 

ვასაძე აცხადებს, რომ პრობლემაა შშმ პირის მუდმივი სტატუსის აღდგენაზე, რადგან 2007 წლამდე მინიჭებულის შეწყვეტის აღდგენა მხოლოდ ხელახალი შემოწმებით ხდება, რაც სხვა საკითხებთან ერთად ფინანსურ ხარჯებსაც მოითხოვს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში