მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერმა აჭარიდან საპარლამენტო ტრიბუნა, გასულ კვირას პირველად გამოიყენა.
ილია ნაკაშიძემ 10 წუთიდან 9, რეგიონის მიღწევებზე საუბარს დაუთმო, ბოლო ერთ წუთში კი აჭარაში არსებული პრობლემები დაასახელა, რომლებიც მისი შეფასებით, რეგიონის მთავრობის მუშაობის პირობებში სწრაფად მოგვარდება. მათ შორის იყო ე.წ. ოცნების ქალაქი და იპოთეკით დაზარალებულები. ერთნი სახელმწიფოს წლებია საცხოვრებელს, მეორენი კი დაბალპროცენტიან გრძელვადიანი სესხების მიღებაში დახმარებას სთხოვენ.