ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში აღნიშნულ მიღწევებს არ ეთანხმება ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეჩერდა და უარი ეთქვა ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივას.
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა უკეთესობისკენ ვერ წაიყვანა და უღალატა იმ პრინციპებს, რომელთა გამოც ისინი ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა.