ირაკლი თავდგირიძის პასუხი ყოფილ თანაგუნდელს

30 სექტემბერი 2024, 18:18 587 ნახვა

ქართული ოცნების წევრების კრიტიკის პარალელურად დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ყოფილი თანაგუნდელიც გააკრიტიკა და მას გაყიდული უწოდა.

ბექა ლილუაშვილი ირწმუნება , რომ ირაკლი თავდგირიძემ ვერ გაუძლო ფინანსურ ცდუნებას და მერკანტილური ინტერესები ამჯობინა ღირსებას. პოლიტიკურ ბრალდებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა.

ირაკლი თავდგირიძის განმარტებით, გახარიას პარტია პოლიტიკურ ქორწინებაში იმყოფება ნაციონალურ მოძრაობასთან, სწორედ ამიტომ  მისი თქმით, გამოეყო მათ , ხალხის ინტერესების დასაცავად.

ყოფილი თანაგუნდელის კრიტიკას სამარცხვინო უწოდა და ურჩია, მათ პარტიაში ეძებოს ნაციონალური მოძრაობის ფსევდო ოპოზიცია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი