პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივა - კონფერენცია

30 სექტემბერი 2024, 10:14 686 ნახვა

,,პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივა'', რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებლების სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას მოიცავს. ამ საკითხზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ქობულეთში.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მიზანია გამოცდილების გაზიარება, რომელმაც უნდა შექმნას თანამშრომლობითი გარემო, სადაც პროფესიული განათლების მასწავლებლებს შეეძლებათ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება ერთმანეთისთვის. კონფერენციაში საქართველოში მოქმედი 14 პროფესიული კოლეჯი და უცხოური პარტნიორი სასწავლებლები მონაწილეობენ.

კონფერენციის მე-2 დღე დაეთმობა ვორქშოფებს და მასტერკლასებს.   პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები ტრადიციულ  და უცხოურ კერძებს, ასევე   დესერტებს მოამზადებენ. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში