გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა 

30 სექტემბერი 2024, 10:19 198 ნახვა

ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები სოფელ მაგუიჯრასთან, ციტრუსების პლანტაციებთან იყო განლაგებული.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ხეებზე გადავიდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი შეკავება შეძლეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმებოდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ენგურჰესის მეხანძრეთა რაზმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი