ამ წუთებში ყურადღების ცენტრში ფილარმონიაა. იქ UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს ელოდებიან. სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც სპორტსმენის მხარდამჭერებმა შონ ომალისთან მოგებული ორთაბრძოლა იზეიმეს. ლას ვეგასის არენაზე მიღწეულ წარმატებას ჩემპიონი ქართველ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს. სპორტსმენი სამშობლოში საჩემპიონო ქამრით რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, მას გულშემატკივრები დახვდნენ აეროპორტშიც. თბილისის შემდეგ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.