როგორც ჩანს, ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია - ჯოზეფ ბორელი

28 სექტემბერი 2024, 09:55 110 ნახვა

როგორც ჩანს, ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია, – ეს განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა, იგი ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება.

„და თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის“ შემთხვევაში, მაშინ, წინ დიდი ომი გვაქვს”, – ამბობს ევროკომისარი.

ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში